მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მთავარი თემა იყო 2008 წლის არგამეორება" - რომან კაკულია კონსორციუმთან ხელშეკრულების მოშლაზე

5e174968d588b
ვიქტორია მღებრიშვილი
09.01.20 19:45
3041
„მთავარი თემა იყო 2008 წლის არგამეორება“ - ეს ფრაზა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ tv “პირველზე“ გადაცემა „დღის ამბებში“ მთავრობის მიერ ანაკლიის განვითარების კონოსრციუმთან ხელშეკრულების შეწყვეტის შეფასებისას თქვა.

რომან კაკულია ამბობს, რომ ხელისუფლებამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა რუსეთიდან შესაძლო საფრთხეების გათვალისწინებით შეაფერხა.

ეს არის რუსული საფრთხის თავიდან აცილების პოლიტიკა“, - აღნიშნა მან.

Bm.ge რომან კაკულიას ახსნა-შეფასების ერთ-ერთ ნაწილს უცვლელად გთავაზობთ (სტილი დაცულია):

„მოტივაციებზე უკვე იწყება საუბარი, რაც თავისთავად კარგია, იმიტომ რომ ჩვენ ამ თემას მთლიანად ვერ დავინახავთ თუ ვისაუბრებთ მხოლოდ იმაზე, რა ურთიერთობაშია მთავრობა მამუკა ხაზარაძესთან. მთავარი არის მოტივაცია... მე ბევრ რამეში მომეხმარა ეს, მე გავაანალიზე ყველა იმ ადამიანის წასვლა ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან, დაწყებული 2012 წლიდან... რომ დავფიქრდები ვინც მისგან მიდიოდა, ასახელებდა მიზეზს, რომ აღმოაჩინეს, რომ ივანიშვილის დასავლური ორიენტაცია არ არის სწორი და ის არის რუსული პროექტი, ის ამ ტერმინს ამბობდა და რა აერთიანებს ამ ადამიანებს მოდი გადავხედოთ, სახელებს არ ვასახელებ. გარკვეული პერიოდი ისინი მასთან იყვნენ და რომ მიდიოდნენ ასახლებენ, რომ წასვლის მიზეზი არის ის, რომ ისინი არიან პროდასავლური ორიენტაციის ადამიანები; იმ მომენტში აღმოაჩინეს, რომ თურმე მათი ყოფნა ბატონ ბიძინასთან არ არის პროდასავლური. ასეთი ტიპის აღმოჩენას თუ ფლობ, რომ ასეთი მნიშვნელობის ტიპის ადამიანის პროდასავლურობაში ეჭვი შეიტანე და გადაწყვიტე, რომ ის რუსული პროექტია და ამას მე არ მიზიარებ, მე ადამიანს, რომელიც აქ ვზივარ... და პრორუსულობა რას ნიშნავს ეს ყველამ კარგად იცის. ყველას ეხება ეს, მე მამუკაზე (ხაზარაძე) არ ვსაუბრობ.

თუ საგარეო პოლიტიკის მთავარ მოცემულობაში არ არსებობს შეთანხმება და შენ ბიძინა ივანიშვილთან დგები გვერდზე. 2012 წლიდან მე ვერ ვხედავ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილმა რადიკალურად რაიმე შეცვალა. ის როგორიც იყო ფრთხილი რუსეთთან ურთიერთობაში და სხვათაშორის ეს სიფრთხილე იყო მის მიმართ მოთხოვნა იმ ადამიანების, ვინც ის აირჩია, რაც არავის ახსოვს და ყველას ჰგონია, რომ ძალადობაზეა ხოლმე საუბარი წინა ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ ცოდვაზე, რომლის გამოც არჩევა მოხდა. მთავარი თემა იყო 2008 წლის არგამეორება... აი, იმ სცენარის. ამიტომ მე პირდაპირ გეუბნებით, საქმე მოვიყვანოთ იქამდე, სადაც მთავარი თემა არის.

თუ მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ იცით, მან მე მითხრა, რომ ეს პროექტი გარკვეულწილად დაკავშირებულია საფრთხეებთან, მამუკა ხაზარაძე რას გვეუბნება რომ ეს საფრთხეები არ არსებობს, თუ გვეუბნება იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი ვერ მოაგვარებს ამ საფრთხეებს და ის არის პიროვნება, რომელიც ამ საფრთხეებს მოაგვარებს რუსეთთან.
ინსტრუმენტები არც მე მომწონს, იმიტომ რომ ჩვენი მთავარი გამოწვევა არის სწორი ორიენტირი საგარეო პოლიტიკაში. რუსული საფრთხეების არშეფასება, ვინც ამაზე არ ფიქრობს, ეს არ არის სწორი პოლიტიკა“.