მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა 6%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გადახედვას არ ჩქარობს - ფინანსთა მინისტრი

626f9bd9a0462
BM.GE
02.05.22 12:53
1011
ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მთავრობა ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გადახედვას “არ ჩქარობს”.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) რამდენიმე დღის წინ საქართველოს 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3.2%-მდე შეამცირა. პროგნოზს გადახედა ეროვნულმა ბანკმაც, რომელიც ქვეყანაში 3-4%-ის ფარგლებში ელის ზრდას.

2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 6%-იან ზრდაზე არის დაგეგმილი. მთავრობა მიიჩნევს, რომ სანამ ზრდის პროგნოზს გადახედავს, ამისთვის ჯერ მინიმუმ მეორე კვარტლის ეკონომიკური ზრდის შედეგები უნდა იყოს ცნობილი.

“ვმუშაობთ პროგნოზებზე. მოგეხსენებათ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან მოხდა გადახედვა პროგნოზების, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ მაღალია გაურკვევლობა ყველა მიმართულებით, შესაბამისად, ჩვენ არ ვჩქარობთ ჯერ პროგნოზების ცვლილებას. ბუნებრივია დაველოდებით წლის მეორე ნახევარს და მესამე კვარტალს და აქედან გამომდინარე შესაძლებელია განვაახლოთ ჩვენი პროგნოზები,”- აცხადებს ფინანსთა მინისტრი.

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 10.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 14.4 პოცენტი იყო.