30.იანვარი .2020 11:36

მთავრობა ე.წ. რიყის დოქებს ყიდის

views 828
უკან

მთავრობა ე.წ. რიყის დოქებს ყიდის, - განცხადება ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. 

მისივე თქმით, შენობის საწყისი ღირებულება 95 მლნ ლარია და მთავრობა აუქციონში არ განსაზღვრავს, თუ რა დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს ამ ობიექტს.

როგორც თურნავა ამბობს, აქცენტი გაკეთდება რიყის დოქების კომერციულ და მიზანშეწონილ განვითარებაზე.
მისივე ინფორმაციით, აქუციონი სავარაუდოდ მომავალი კვირიდან გამოცხადდება.

„100 საინვესტიციო ბიზნესის ფარგლებში შევიტანოთ ე.წ. რიყის დოქები. გარკვეული მომზადება დასჭირდა ამ ობიექტს, საკმაოდ დიდი თანხა დაიხარჯა ამ პროექტის მშენებლობისას. სამწუხაროდ, დღემდე ამ ობიექტმა ვერ იპოვა თავისი სწორი გამოყენება, ფუნქცია, არადა ობიექტი ძალიან საინტერესო ადგილას არის. ამ ადგილს ბევრი ვიზიტორი სტუმრობს. ამ ეტაპზე 95 მლნ ლარი არის შეფასება, რომელიც გაკეთდა. ჩვენ სწორედაც ამ გამჭვირვალე აუქციონის გზით შევძლებთ დავტესტოთ რამდენად რელევანტურია ეს ფასი", - განაცხადა თურნავამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა