მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა ტერაბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრს შეხვდა - რაზე ისაუბრეს

ფდ

ნათია თურნავა საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს.

სებ-ის ცნობით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დღეს ტერაბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრს, აბჰიჯით ჩოუდურის და გენერალურ დირექტორს, თეა ლორთქიფანიძეს შეხვდა.

საუბარი შეეხო საფინანსო სექტორში არსებულ მდგომარეობას. ნათია თურნავამ ტერაბანკის წარმომადგენლებს ეროვნული ბანკის მიერ საბანკო ზედამხედველობის მიმართულებით გატარებული მნიშვნელოვანი რეფორმები გააცნო. ამასთან, მან აღნიშნა, რომ საქართველოს საფინანსო სისტემა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი და განვითარებული სექტორია, რომელსაც ეკონომიკის წინსვლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.

"ჩვენ დავიწყეთ შეხვედრები საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან. ეროვნული ბანკის ამოცანაა, საფინანსო სექტორის ფინანსური მდგრადობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა და მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვა. ამ ამოცანების შესასრულებლად, ეროვნული ბანკი ხელს უწყობს საფინანსო სისტემის სტაბილურ და ეფექტიან ფუნქციონირებას და კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებას. აღსანიშნავია, რომ ჩვენი საბანკო ზედამხედველობის და რეგულირების სტანდარტები ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებს. ეროვნული ბანკის დროული, თანმიმდევრული რეგულირების დამსახურებაცაა, რომ საფინანსო სექტორი განვითარებული და სტაბილურია", - განაცხადა ნათია თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები