საქართველოს ვიცე-პრემიერისა და ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობისთვის ფქვილის იმპორტზე ხელოვნური ბარიერების შექმნა მიუღებელია. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
აღსანიშნია, რომ ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია და წისქვილკომბინატები მთავრობის ხელმძღვანელთა უშუალო შეხვედრას ითხოვდნენ. მიზეზი რუსეთის მიერ ხორბლის ექსპორტზე დაწესებული საბაჟო გადასახადის გამო ქვეყანაში ხორბლის მარაგების ამოწურვა და წისქვილების გაჩერებაა.
ადგილობრივი მწარმოებლები ხორბლისა და ფქვილის იმპორტის თანაბარ კონკურენტულ პირობებში ჩაყენების მიზნით სოფლის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებს გასული წლის სექტემბრის შემდეგ საქართველოს მხრიდან ფქვილის იმპორტზე სარკისებრი გადასახადის დაწესებას სთხოვდნენ, თუმცა უშედეგოდ.
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ კი ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ ბარიერების დაწესებას თავად მთავრობის მეთაური არ ემხრობა, რასთან დაკავშირებითაც მან დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„ქვეყანაში ფქვილი არის, სასურსათო უსაფრთხოების კუთხით, ქვეყანას პრობლემა არ აქვს. ჩვენთვის მთავარი ამოსავალია, რომ მოსახლეობისთვის პურზე ხელმისაწვდომობა იყოს და იყოს რაც შეიძლება ხელმისაწვდომი ფასები. მათი გაზრდა მთავრობის და საზოგადოების ინტერესში არ არის. ფქვილის იმპორტზე ხელოვნური ბარიერების შექმნა მიუღებელია, ამაზე დღეს პრემიერმა განცხადება გააკეთა. მთავარია გვქონდეს, დეტალური მონიტორინგი იმის, რომ ჩვენი ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფა მოვახდინოთ“, - განაცხადა დავითაშვილმა.
მან განმარტა, რომ დღეს ქვეყანას ხორბლის გარკვეული მარაგი აქვს.
„საქართველო დღეს ტრანზიტული ქვეყანაა, რომლის საპორტო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით დაინტერესებულია მათ შორის ხორბლის ექსპორტიორი ქვეყნები, ჩვენს დერეფანში ხორბალი მოძრაობს და აქედან გამომდინარე ის უსაფრთხოების საკითხები, რაზეც ვსაუბრობ გათვალისწინებულია“, - აღნიშნა მინისტრმა და დასძინა, რომ დღეს პურის ფასის გაზრდის წინაპირობა არ არსებობს.
„თუ გარემოფაქტოები შეიცვლება ყველაფერი შეიძლება მოხდეს“, - თქვა დავითაშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი