მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ფრენების აღდგენის კონკრეტულ გეგმას მაისის თვეში წარადგენს

5eb40207bc1aa
ელენე გოგბერაშვილი
07.05.20 17:05
1781

მთავრობა ფრენების შესახებ კონკრეტულ გეგმას მაისის თვეში წარადგენს. ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ დღეს ტურიზმის პოსტკრიზისული გეგმის წარდგენის შემდეგ განმარტა, რომ 1 ივლისამდე პერიოდს პარტნიორ ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებებისთვის და იმ მიმართულებების განსასაზღვრად გამოიყენებენ, საიდანაც ტურისტები პირველ ეტაპზე შემოვლენ. 

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდამდე ეს დრო გამოვიყენოთ იმისთვის, რომ დავასრულოთ მოლპარაკებები იმ დაბალბიუჯეტიან კომპანიებთან, ვინც ჩვენთან აქამდე დაფრინავდა და შემდგომშიც გააგრძელებს ფრენას და არა მარტო მათთან, იმიტომ, რომ იცით რომ ძალიან ბევრი კომპანია დაფრინას საქართველოზე და ჩვენი ღია ცის პოლიტიკა არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი"-თქვა მინისტრმა.

თურნავას განცხადებით,  აქტიურ კომუნიკაციაში არიან  „WizzAir-თან, რომ დაინახონ ავიაკომპანიის მზაობა, შეასრულონ ყველა ის საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტი, რაც იქნება ამ დღეებში დაწესებული მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მხრიდან.

"კონკრეტული გეგმა იქნება მაისის განმავლობაში და ვმუშაობთ იმ მიმართულებების შორთლისტზე, რომლის მომსახურებაზე მზადყოფნას გამოთქვამს იგივე WizzAir, სადაც უფრო მეტი პერსპექტივაა, რომ მეტი ტურისტი მოიზიდოს თავიდანვე. ასევე ვმუშაობთ იმ ქვეყნებთან, დიპლომატიური არხების მეშვეობით, რომ ჩვენ შევქმნათ უსაფრთხო დერეფნები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიყოთ მონაწილეები ყველა მრავალმხრივი ინიციატივის, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნების ინიციატივის, რაც შეეხება საზღვრების ეტაპობრივ გახსნას. 


ჩვენ აქამდე საკმაოდ წარმატებულ პოლიტიკას ვახორციელებდით ავიაციის სფეროში, მათ შორის მარკეტინგული მხარდაჭერასახ გულისხმობდა ეს პოლიტიკა და ამ პოლიტიკის წყალობით ჩვენ გავაორმაგეთ „ვიზეარის“ ფრენები, ასევე „რაინეარი“ შემოვიყვანეთ, სხვა საავიაციო მიმართულებები გავხსენით. ჩვენ ამ პოლიტიკას გავაგრძლებთ, უბრალო მოვარგებთ მას ახალ რეალობას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

კონკრეტულ მიმართულებებზე საუბრისას, ეკონომიკის მინისტრი აღნიშნავს,პირველ ეტაპზე გაცილებით მარტივია ფრენები აღდგეს იმ ტრადიციული მიმართულებით, რაც ქვეყანას პანდემიამდე ჰქონდა.

"ვლაპარაკობთ „აირზენასთან“, რომ სულ მცირე 2 მიმართულებით რეგულარული ფრენები განახლდეს და ჩვენ საჭიროების შემთხვევაში მათაც მხარდაჭერის პაკეტს შევთავაზებთ, იმიტომ, რომ ახლა მთავრობა და საავიაციო სექტორი ერთმანეთს გვერდში თუ არ დაუდგა, გაჭირდება სწრაფად აღდგენა ფრენების და ჩვენ ეს გეგმაც გვაქვს. კონკრეტიკას მოგახსენებთ უახლოეს პერიოდში"-თქვა თურნავამ და დასძინა ასევე ისიც, რომ 
ყველაზე რეალისტურია საქართველოში პირველი ტურისტები რეგიონის ქვეყნებიდან როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გზებით შემოვიდნენ.

"არ დავკარგავთ არც ერთ შანსს, უახლოეს პერიოდში ისევ შემოვიყვანოთ ევროპელი ტურისტები“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.