მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა გეგმავს, 10 წელში სასოფლო ტექნიკით საქართველოს აღჭურვაში 700 მლნ დახარჯოს

60dd995160d78
ინგა მურუსიძე
01.07.21 16:46
1175
"10 წლის განმავლობაში, სახელმწიფო მოახდენს თანადაფინანსებას და განახორციელებს ინვესტიციას სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციაში", - ამის შესახებ ნათქვამია პროგრამაში „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“, რომლის პრეზენტაცია დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა წარადგინა.

„კონკრეტული ფართობების და სიმძლავრეების მიხედვით, გაანალიზებული გვაქვს, თუ რა სასოფლო-სამეურნეო მექანიზაცია და დამხმარე იმპლემენტები არის საჭირო. რეგიონებში შეხვედრის დროს, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიმართულებით მხარდაჭერის საკითხი აქტიურად ისმის. შესაბამისად, 10 წლის განმავლობაში, სახელმწიფო მოახდენს თანადაფინანსებას და განახორციელებს ინვესტიციას სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციაში, რაც გულისხმობს, რომ საქართველო სრულად იქნება მექანიზირებული და აღჭურვილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გარდა ამისა, პროგრამაში წერია, რომ 10-წლიანი გეგმის ფარგლებში, დაგეგმილია 1,7 მილიარდი ლარის ინვესტირება, საიდანაც სახელმწიფოს თანამონაწილეობა 700 მლნ ლარია.

სამინისტროს ინფორმაციითვე, დღეის მდგომარეობით, სოფლის განვითარების სააგენტოს საგრანტო პროგრამების ფარგლებში, 900 ბენეფიციარმა შეიძინა ახალი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და იმპლემენტები, თანადაფინანსების თანხამ 28 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.

"შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და იმპლემენტების შესაძენად ჯამში, გაცემულია 124 მლნ ლარზე მეტი ღირებულების ორი ათასზე მეტი სესხი, სააგენტოს გაცემული თანადაფინანსება 12 მლნ ლარს აღემატება.