მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მხოლოდ სამადლობელი სიტყვები იყო“ - დავითაშვილი სანქციების მონიტორინგის ჯგუფის ვიზიტზე

649d6d9423833
ვიქტორია მღებრიშვილი
29.06.23 15:47
447
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი სანქციების მონიტორინგის ჯგუფის სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანის, აშშ-ის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის, ელჩ ჯიმ ო’ბრაიენისა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორის კუმარ აიერის ვიზიტის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა. მინისტრმა განაცხადა, რომ სანქციების მონიტორინგის ჯგუფმა ის შეფასება გააკეთა, რომელსაც ხელისუფლებაში ელოდნენ და ეს მხოლოდ სამადლობელი სიტყვები იყო.

„სხვადასხვა სახელმწიფო უწყებამ ჩვენს პარტნიორებს გაუზიარა ინფორმაცია თუ როგორ ხდება სანქციების გვერდის ავლის რისკების შემცირება და ზოგადად სანქციების აღსრულების პროცესი. ამ პროცესში ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან, როგორც ევროკავშირთან, ისე აშშ-სთან და დიდ ბრიტანეთთან. პერიოდულად გვაქვს ხოლმე ინფორმაციის ურთიერთგაზიარება და გაცნობა, მათ შორის კომპეტენციების გაზრდის მიზნით ტრენინგი ჩვენს თანამშრომლებთან.

ეს იყოს მაღალი დონის პოლიტიკური წარმომადგენლების ვიზიტი, რათა დაედასტურებინათ და მადლობა გადაეხადათ საქართველოსთვის ასეთი მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობისთვის. ჩვენ რასაც ველოდით, დადასტურდა სტუმრების მხრიდან, მათ აღიარეს მკაფიოდ, კონკრეტულად შეაფასეს და მკაფიო განცხადებები გააკეთეს იმ პარტნიორობის შესახებ, რომელიც სტრატეგიულ პარტნიორებთან გვაქვს. აქ მხოლოდ სამადლობელი სიტყვები იყო, რადგან საქართველო მნიშვნელოვანი მოკავშირეა და უშუალო საზღვარი აქვს რუსეთთან. საქართველოს თანამშრომლობა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები