მთავრობა კვირის ბოლომდე მშენებლობის და დეველოპმენტის მხარდამჭერ პროგრამას წარადგენს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს კახეთში განუცხადა.
„უკვე მზად გვაქვს დეველოპმენტის და მშენებლობის მხარდაჭერის პროგრამა და ეს იქნება ძალზე შთამბეჭდავი პროგრამა, რომელსაც წარვადგენთ კვირის ბოლომდე“, - განაცხადა გახარიამ.
მთავრობამ უკვე წარადგინა სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და განათლების ხელშემწყობი პროგრამები, რომელიც კორონავირუსის პანდემიის პირობებში კონკრეტული მიმართულებების დახმარებას ითვალისწინებს.