მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა პარლამენტისგან სარეზერვო ფონდის გაზრდის უფლების მიღებას ითხოვს

5e7639bb38acd
ინგა მურუსიძე
21.03.20 20:00
812
საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება სარეზერვო ფონდის მაქსიმალური მოცულობა გაზარდოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნების მთლიანი ოდენობის 5%-მდე, - ამის შესახებ ნათქვამია დეკრეტში, რომლითაც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტს მიმართა და რომელიც პრეზიდენტმა უკვე დაამტკიცა. თუმცა, დეკრეტს ძალაში შესასვლელად პარლამენტის თანხმობაც სჭირდება.

„მუხლი 4. საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება, გამოიყენოს „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული საგამონაკლისო უფლებები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 32-ე მუხლით განსაზღვრული საგანგებო ბიუჯეტი.

მუხლი 5. საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება, შეაჩეროს სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ფარგლებში ასიგნებების ხარჯვის უფლებამოსილება, საბიუჯეტო კლასიფიკაციის კოდებისა და მუხლების მიხედვით, ასევე, შეაჩეროს ან შეზღუდოს სახელმწიფო შესყიდვები შესყიდვების ერთიანი ლექსიკონის (CPV) კოდების მიხედვით“, - ნათქვამია პარლამენტის მიერ დასამტკიცებელ დოკუმენტში.