მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრებას გეგმავს? - კობახიძის პასუხი

6222186cc1436
ინგა მურუსიძე
04.03.22 17:55
1418
“ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ერთადერთი, რისი გამკაცრებაც იგეგმება, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობაა.

ასე უპასუხა კობახიძემ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, იგეგმება თუ არა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრება.

„საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიერ დადგენილია უვიზო მიმოსვლის რეჟიმი რუსეთთან. ეს რეჟიმი წინა ხელისუფლებამ დაადგინა და ჩვენ არ შეგვიცვლია. ამ რეჟიმის ფარგლებში იქნება უზრუნველყოფილი არადისკრიმინაციული მიდგომა.

რაც შეხება გამკაცრებას, გამკაცრდება კანონმდებლობა, რომელიც უკავშირდება დისკრიმინაციის აღკვეთას და ეთნიკური შუღლის გაღვივებას“, - განაცხადა კობახიძემ.

"ფიქსირდება შემთხვევები, როცა კერძო კომპანიები რუსეთის მოქალაქეებს მომსახურებაზე უარს ეუბნებიან ან დისკრიმინაციულ დათქმებს უწესებენ... არის სერიოზული საფრთხე, რომ ამგვარმა ქმედებებმა უფრო ფართო ტენდენცია შეიძინოს და რუსი მოქალაქეების ფიზიკურ შეურაცხყოფაშიც გადაიზარდოს" - ირაკლი კობახიძე 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები