მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა სასტუმროებს სესხის თანადაფინანსების სუბსიდირებას 1 წლამდე უხანგრძლივებს

5f5099c174bd6
ვიქტორია მღებრიშვილი
03.09.20 11:20
1120
მთავრობა სასტუმროებს სესხის პროცენტის ნაწილს 1 წლის განმავლობაში დაუსუბსიდირებს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინსიტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, პირველი დახმარება მთავრობის მხრიდან სწორედ ტურიზმის სექტორმა მიიღო, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა დარგისთვის.

„დღეს უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება სესხის თანადაფინანსების სუბსიდირების საპროცენტო გაკაკვეთის პროგრამა გავაგრძელოთ 6-დან 12 თვემდე - 1 წლით. რაც რა თქმა უნდა, არის ერთადერთი შესაძლებლობა სექტორს დავუდგეთ გვერდით, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური მაჩვენებლების ფრთხილად, მაგრამ ოპტიმიზმის შესაძლებლობას გვაძლევენ.

ტურიზმის სექტორი არის ის სექტორი, რომელიც ჯერ კიდევ სერიოზული წნეხის ქვეშ არის, ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ სექტორს მივეხმაროთ“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ პროგრამაში ჩართვას ის კომპანიებიც შეძლებენ, რომლებიც აქამდე არ სარგებლობდნენ ამ პროგრამით და მათ ამისთვის 1 თვიანი პერიოდი მიეცემათ.

„ის კომპანიები, რომლებმაც ამ 6 თვის განმავლობაში ვერ მოახერხეს გამხდარიყვნენ ამ პროგრამის ბენეფიციარები, მათთვის შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნება 1 თვით - 10 სექტემბროდან 10 ოქტომბრამდე და დამატებით 6 თვის კომპონენტში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება ყველა კომპანიას, თუნდაც მას არ ჰქონდეს ამ კომპონენტში მონაწილეობა მიღებული, რაც აძლევს შესაძლებლობას მცირე სასტუმროებს გახდნენ ამ პროგრამის ბენეფიციარები. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დავეხმაროთ სექტორს და შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები“, - განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, „აწარმოე საქართველოს“ ინფორმაციით, 30 აგვისტოს მონაცემებით სესხის პროცენტის სახელმწიფოს თანადაფინანსებით 907-მა სასტუმრომ ისარგებლა, რაზეც ბიუჯეტიდან 10.7 მლნ ლარი დაიხარჯა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები