მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ონს გასართობი სივრცეები სჭირდება - რა გამოწვევები აქვს სასტუმრო ბიზნესს რაჭაში?

6434f9edb4cd9
მარიამ იზორია
11.04.23 10:26
1092
ონში ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი მცირე, საოჯახო სასტუმრო იხსნება, თუმცა ეს საკმარისი მაინც არ არის. ქალაქი ტურისტული ობიექტების სიმცირეს განიცდის და ამას მოწმობს მაგალითად გასული წლის ზაფსულის სეზონი. უფრო კონკრეტულად გასულ ზაფხულს, ივლისის ბოლოს შოვში, ფესტივალი როკვა ჩატარდა, რომლის მიმდინარეობისას ონის სასტუმროებმა დატვირთვას ვერ გაუძლო და ტურისტებს ამბროლაურის რაიონში განთავსება მოუწიათ.

bm.ge-სთან სეზონზე მაღალ დატვირთულობაზე საუბრობენ სასტუმროების წარმომადგენლები. მათი თქმით, ზაფხულის სეზონზე, სწორედ ფესტივალის მიმდინარეობისას ჯავშნებს ვერ იღებენ, რადგან რესურსი არ ჰყოფინდათ, ამასთან სტუმრებს ვერც მეზობელ სასტუმროებში ანაწილებდნენ.

“მოთხოვნა განსაკუთრებით ფესტივალის პერიოდში იყო მაღალი. ჩვენ სრულად დატვირთულები ვიყავით და ჯავშნები წინსწრებითაც კეთდებოდა, შესაბამისად, ადგილებიც არ გვყოფნიდა. თითქმის ყოველდღიურად, ჯავშნებთან დაკავშირებით ზარებს ვიღებდით, თუმცა მინიმუმ 5 ჯავშანს ვერ ვაკეთებდი თავისუფალი ადგილის არ ქონის გამო” - აღნიშნავს ონში მდებარე სასტუმრო “რელაქსის” დამფუძნებელი თინათინ ჩიკვილაძე.

რაც შეეხება 2023 წლის სეზონს, სასტუმროების წარმომადგენლების თქმით, ჯავშნების მიღება უკვე დაიწყეს და მეტიც, მაისის თვე თითქმის სრულად დაჯავშნილი აქვთ.

“შარშანდელი ჯავშნებით ამ დროისთვის სასტუმროს 50% წინასწარ უკვე დაკავებულია. ვიღებთ ზაფხულისა და შემოდგომის ჯავშნებსაც. ეს პროცესი დაახლოებით 3-4 თვით ადრე იწყებახოლმე და ჩვენი სასტუმრო სტუმრების სიმცირეს ნამდვილად არ უჩივის”, - ამბობს სასტუმრო “მხატვრის სახლის” დამფუძნებელი თემურ გუგეშაშვილი.

ონის მცირე ბიზნესები იმ გამოწვევებზეც საუბრობენ, რომლებიც სასტუმროებს ოპერირებასა და გაფართოებაში ხელს უშლით. გამოწვევებს შორის არის ისიც, რომ მაგალითად, ონში ფაქტობრივად არ არსებობს გასართობი სივრცეები, დაწესებულებები, სადაც ტურისტები, პირობითად საღამო საათებში გართობას ან თუნდაც კვების სერვისის მიღებას შეძლებენ. სასტუმრო “რელაქსის” დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ ონში არსებული სასტუმროები განვითარებით თანამედროვე მოთხოვნებს ჩამორჩება.

“შეიძლება ადგილზე ბევრი, პატარ-პატარა საოჯახო სასტუმროა, თუმცა ისინი განვითარებით ჩამორჩებიან და თანამედროვე მოთხოვნებს ვერ ერგებიან. ზოგადად, ონს სჭირდება უფრო მეტი განვითარება, გასართობი სივრცეები, რათა ჩამოსულ სტუმარს გარეთ გასვლის სურვილი ჰქონდეს, ეს ნამდვილად გვაკლია.

ამასთან, არ გვქონდა ინტერნეტი, მაშინ, როცა სამყარო ვითარდება და ყველაფერი ინტერნეტზეა აგებული, ონში მოსულ სტუმარს ინტერნეტი აუცილებლად სჭირდება”, - განმარტავს “რელაქსის” დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები