მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა საწარმოებს ელ. ენერგიის ძველ და ახალ ტარიფს შორის სხვაობის 50%-ს დაუსუბსიდირებს

5fead9e7851ea
ვიქტორია მღებრიშვილი
29.12.20 11:23
1230
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის განმავლობაში, კომპანიებს, რომლებიც პირველადი წარმოების პროდუქტს ქმნიან, ელექტროენერგიის გაზრდილი ღირებულება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუსუბსიდირდებათ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ განცხადების პარალელურად სემეკში მიმდინარეობდა სხდომა, სადაც ელექტროენერგიის ტარიფი მომდევნო 5 წლის ვადით უნდა განესაზღვრათ. სემეკის პროექტით არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ტარიფების ზრდა ერთ კილოვატზე 11 თეთრზე მეტად ძვირდება.

110-35 კვ. - 27.370 თეთრი- ზრდა 11.260 თეთრი;
10-6-3.3 კვ - 29.646 თეთრი - ზრდა 12.764 თეთრი;
380-220 ვ - 32.831 თეთრი - ზრდა 11.612 თეთრი.

„მოგეხსენებათ, რომ ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირება მოხდება არა მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის, არამედ ორგანიზაციებისთვის და რა თქმა უნდა, არსებობს რისკი ამ გაზრდილი ტარიფის გადაცემის საბოლოო პროდუქტის ფასზე. ამ მიზეზის გათვალისწინებით საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა იმ კომპანიას, რომელიც საკვები ადგილობრივი პროდუქტების წარმოების პირველად დასაქმებაშია, სრულად დაუსუბსიდირდება ნაზარდი ტარიფი, დღევანდელ ტარიფსა და გაზრდილ ტარიფს შორის სხვაობა 50%-ით 2021 წლის განმავლობაში.

ეს ის მინიმუმია, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას ვიყოთ დარწმუნებული, რომ ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდა საქართველოში წარმოებულ საკვებ პროდუქტებზე საბოლოო ფასში არ აისახება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.