მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სემეკის პროექტით, "თელასის" აბონენტებისთვის ელექტროენერგია კილოვატზე 3.5 თეთრით ძვირდება

5feacd7a2e7b1
შოთა ტყეშელაშვილი
29.12.20 11:04
2273
სემეკმა დღეს თელასის სამომხმარებლო და არასამომხმარებლო ტარიფების განახლების შესახებ იმსჯელა. სემეკის მიერ წარდგენილი პროექტით, კომპანიისთვის ტარიფები დროებით, 6 თვის ვადით განისაზღვრება. დროებითი ტარიფი სამომხმარებლო აბონენტებისთვის დღგ-ის ჩათვლით ერთ კილოვატზე 3.498 თეთრით ძვირდება, რის შედეგადაც სამოხმარებლო ტარიფი ასე განისაზღვრება:

1) თვეში 0-101 კილოვატი - 18.041 თეთრი, ზრდა 3.498 თეთრი;
2) თვეში 101-301 კილოვატი - 22.053 თეთრი, ზრდა 3.498 თეთრი;
3) თვეში 301+ კილოვატი - 26.537 თეთრი, ზრდა 3.498 თეთრი;

არასაყოფაცხოვრებო მომხმმარებლებისთვის კი ტარიფების ზრდა კიდევ უფრო მკვეთრია და ერთ კილოვატზე 11 თეთრზე მეტად ძვირდება.

110-35 კვ. - 27.370 თეთრი- ზრდა 11.260 თეთრი;
10-6-3.3 კვ - 29.646 თეთრი - ზრდა 12.764 თეთრი;
380-220 ვ - 32.831 თეთრი - ზრდა 11.612 თეთრი.

2021 წლის 1 ივლისის შემდგომი პერიოდისთვის სემეკი "თელასისთვის" გრძელვადიან ტარიფს დაითვლის. გამართულ მოსმენაზე "თელასმა" რიგი შენიშვნები დააფიქსირა, კომპანიის წარმომადგენელთა შეფასებით, ტარიფების ზრდა უფრო მაღალი უნდა იყოს.

კომპანია პრობლემურად მიიჩნევს ელექტროენერგიის შესყიდვის პროგნოზს, რომელიც სემეკმა მომდევნო 6 თვისთვის დაიანგარიშა. "თელასის" შეფასებით, მათ ფაქტობრივად ელექტროენერგიის შესყიდვაზე მილიონობით ლარით მეტი უნდა დახარჯონ, ვიდრე ეს სემეკმა დაიანგარიშა. თავისმხრივ, სემეკის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ "თელასის" მიერ შესყიდული ელექტროენერგიის ღირებულება საპროგნოზოზე მაღალი იქნება, სემეკი ამ ხარჯის ანაზღაურების "კომპენსირების" შესაძლებლობას გრძელვადიანი ტარიფის განსაზღვრის დროს გაითვალისწინებს.

სემეკი დღეს "თელასის" და "ენერგო პროს" სამომხმარებლო ტარიფებს დაამტკიცებს.