მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა სახმელეთო საზღვრის გახსნაზე მსჯელობს

6061a782d7ade
ვიქტორია მღებრიშვილი
29.03.21 14:21
2516
"მთავრობაში სახმელეთო საზღვრის გახსნაზე მსჯელობენ", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ლარის კურსის სტაბილურობის შენარჩუნებაზე საუბრისას ნათია თურნავამ განმარტა, რომ ქვეყანაში სავალუტო ნაკადების შემოსვლის ხელშეწყობისთვის ეკონომიკის და მათ შორის ტურიზმის ამოქმედება მნიშვნელოვანია.

„ტურიზმის აღსადგენად ძირითადი შეზღუდვები უკვე მოვხსენით. ტურიზმი ქვეყანაში დამატებით ვალუტას შემოიტანს.  ვმსჯელობთ რა პირობით შეგვიძლია სახმელეთო საზღვრების გახსნა, ესეც ჩვენი საფინანსო ბაზრისთვის კარგი შემომატება იქნება“, - განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ: საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მხოლოდ ავიაგზით შეუძლიათ შემოსვლა.