მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ 90 მლნ ლარის შიდა ვალი აიღო

61d425cd5da46
ვიქტორია მღებრიშვილი
04.01.22 15:33
1093
საქართველოს მთავრობამ დღეს 90 მლნ ლარის შიდა ვალი აიღო.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციებისა და სახაზინო ვალდებულების აუქციონები დღეს გაიმართა. კერძოდ კი სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა სამმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 112 მლნ ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.920%-ით, მაქსიმალური 9.950%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.928%-ით განისაზღვრა. კუპონურმა საპროცენტო განაკვეთმა 9.875% შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

რაც შეეხება სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგებს, ფინანსთა სამინისტროს მიერ დღეს გამართულ აუქციონზე 20 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში ოთხი კომერციული ბანკი მონაწილეობდა. მოთხოვნამ 41 მლნ ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.900%-ით, მაქსიმალური 10.500%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 10.193%-ით განისაზღვრა.