მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მოქალაქეების დეპოზიტები გაათმაგებულია” - პრემიერის განცხადების ფაქტჩექი

ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოს ბანკებში ფიზიკური პირების დეპოზიტების მოცულობა გაათმაგებულია. მისი თქმით, თუკი 2012 წელს ფიზიკური პირებს 2 მილიარდ დოლარზე მეტის და 2 მილიარდ ლარზე მეტის დანაზოგები ჰქონდათ, ამჟამად ბანკებში 23 მილიარდი დოლარის და 22 მილიარდი ლარის დეპოზიტები ინახება.

თუმცა, ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, აღნიშნული რიცხვები განსხვავებულია, მაგრამ  დეპოზიტებს გაათმაგების ტრენდი მართლაც გააჩნიათ. 2012 წელს ფიზიკური პირები ბანკებში 3.17 მილიარდის დეპოზიტებს ინახავდნენ (2.57 მლრდ უცხოურ ვალუტაში, 600 მლნ ლარში), ამჟამად კი ფიზიკური პირების დეპოზიტების საერთო ზომა 23.37 მილიარდია (16.77 მლრდ ლარი სავალუტო დეპოზიტი, 6.59 მლრდ ლარი კი ეროვნული ვალუტის დეპოზიტი).

მე ამას წინათ გავაკეთე ჩემს ერთ-ერთ ინტერვიუში კომენტარი და ვთქვი, რომ შედარებისთვის, 2012 წელს ჩვენი მოქალაქეების დეპოზიტების საერთო მოცულობა იყო  თუ სწორედ მახსოვს 2 მილიარდ დოლარზე მეტი, დაახლოებით და ამდენივე ლარში. ახლა არის 23 მლრდ დოლარი, თუ არ ვცდები და 22 მილიარდი ლარში. გაათმაგებულია კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების რაოდენობა. ხალხი მდიდრდება, ეს მაგას ნიშნავს, რომ ბიზნესი ვითარდება, ქვეყანა ვითარდება, იზრდება, ძლიერდება და რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგი, რაც დაიწყო ბატონმა ივანიშვილმა და გაგრძელდა, ბოლო 10 წელია ამ კურსს და ტრენდს მივყვებით და ვინარჩუნებთ“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ტრანზიტი
Infogram

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები