მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ ერთ წელიწადში 600-მდე გადამხდელს 179 მლნ ლარი ჩამოაწერა

6481a5f59abda
BM.GE
08.06.23 13:55
1263
საქართველოს მთავრობამ 579 გადამხდელს 179 მილიონი ლარის საგადასახადო ვალდებულებები ჩამოაწერა, ამის შესახებ სამთავრობო პრიგრამების შესრულების შესახებ პარლამენტში წარდგენილი ანგარიშიდან ირკვევა.

დოკუმენტის თანახმად, ბოლო ერთ წელში (2022 წლის 1 ივნისიდან 2023 წლის 29 მაისის ჩათვლით) სულ 630 საგადასახადო შეთანხმება გაფორმდა.

“საგადასახადო შეთანხმებების პრაქტიკასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ივნისიდან 2023 წლის 29 მაისის მდგომარეობით, გაფორმებულია 630 საგადასახადო შეთანხმება და საგადასახადო შეთანხმების პირობების შესრულების საფუძველზე (საგადასახადო შეთანხმების პირობებით გათვალისწინებული თანხის − 63,986,281 ლარის ბიუჯეტში გადახდა), 579 გადასახადის გადამხდელს ჩამოეწერა 179,032,777 ლარის ოდენობით დავალიანება. ამასთან, შეთანხმების პირობების შეუსრულებლობის გამო დაჯარიმდა 68 გადასახადის გადამხდელი,”- ნათქვამია მთავრობის ანგარიშში.

bm.ge-მ გამოითხოვა ბოლო 10 წლის სტატისტიკა, რომლის თანახმად, ამ პერიოდში სულ 9 304 საგადასახადო შეთანხმება გაფორმდა, მათგან ყველაზე მეტი 2021 წელს - 3 127, 2020 წელს - 480; 2019 წელს - 444 და ა.შ.