მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მთავრობამ ეს რეკომენდაცია გვერდზე გადადო“ - რას ყვება გოცაძე პენსიონერების აცრის საკითხზე

61c785dd32c16
თელარა გელანტია
26.12.21 13:18
1533
„ბევრი რეკომენდაცია დროულად იყო მიწოდებული უწყებათშორისი საბჭოსთვის, მაგრამ სამწუხაროდ, არ იქნა გათვალისწინებული და ამ ყველაფერმა ძალიან ბევრი ადამიანი იმსხვერპლა“, - ეს განცხადება საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ პრეზიდენტმა გიორგი გოცაძემ #ForbesHealth-ში გააკეთა, რომლის მთავარი თემა პანდემიის მართვის ხარისხი და ვაქცინაციის მიმართულებით არსებული გამოწვევები იყო.

გიორგი გოცაძე აცხადებს, რომ საპენსიო ასაკის მოქალაქეების ფინანსური წახალისება არა შემოდგომიდან, არამედ ჯერ კიდევ გაზაფხულიდან იყო გათვალისწინებული, მაგრამ მთავრობამ ეს არ გააკეთა და 200-ლარიანი ინსტრუმენტი მხოლოდ ნოემბრიდან ამოქმედდა.

„როდესაც ჩვენ დავინახეთ, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია იყო დაბალი, ჯანდაცვის სამინისტრომ და არა მარტო სამინისტრომ, არამედ ბევრმა სტრუქტურამ ვინც მონაწილეობს უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოში, კატეგორიულად დააყენა საკითხი, რომ მოდი, ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის სტიმულირება გავაკეთოთ, რათა აიცრან... ეს რეკომენდაციები წერილობით არის გაფორმებული და მიწოდებული მთავრობისთვის, მაგრამ მთავრობამ ეს რეკომენდაციები გვერდზე გადადო. ამდენად, რადგან ეს მექანიზმი არ იქნა გამოყენებული და ამ დროს საზოგადოებაში ვაქცინაციაზე მოთხოვნა დიდი იყო და ამ დროს ვაქცინებს ვერ ვიყენებდით, ასაკობრივი ჯგუფის გაფართოება მოხდა“, - თქვა გიორგი გოცაძემ.



შეგახსენებთ: 60-წელს ზემოთ მოქალაქეების 200-ლარიანი წახალისების ინსტრუმენტი 9 ნოემბრიდან ამოქმედდა და NCDC-ის დირექტორ ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მას შემდეგ საპენსიო ასაკის 100 000-მდე მოქალაქე აიცრა.