მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფისთვის სამუშაო ჯგუფი შექმნა

5fc753153b61d
თელარა გელანტია
02.12.20 12:38
467
შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფისთვის, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს გულისხმობს, როგორც ვაქცინის დროულ შემოტანას ასევე, ყველანაირი წინამოსამზადებელი სამუშაოს ჩატარებას, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე ლოგისტიკური კუთხით.

„შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფისთვის, რაც გულისხმობს, როგორც ვაქცინის დროულ შემოტანას ასევე, ყველანაირი წინამოსამზადებელი სამუშაოს ჩატარებას, ქვეყნის მასშტაბით, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე ლოგისტიკური კუთხით, რათა ქვეყანა მომზადებული შეხვდეს ვაქცინაციის პროცესის დაწყებას ქვეყანაში“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.