მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ წყალტუბოს წყლები ინვესტორისგან 8 მილიონ დოლარად გამოისყიდა - ღარიბაშვილი

626d1d5add3c5
BM.GE
30.04.22 15:20
13916
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ მთავრობამ წყალტუბოს წყლები კერძო ინვესტორისგან გამოისყიდა. მისი თქმით, ინვესტორთან მოლაპარაკება 2021 წლის დეკემბერში დასრულდა და მას სახელმწიფომ საკუთრების გადაცემისთვის 8 მილიონი დოლარი გადაუხადა. 

ღარიბაშვილი ასევე ამბობს, რომ მთავრობას აქვს კარგად გააზრებული ხედვა, როგორი უნდა იყოს "მომავლის წყალტუბო".

„ეს რაც შეეხება ზოგადად გენგეგმას. მეორე - მთავარი პრობლემა, მოგეხსენებათ, იყო ის, რომ ჩვენი და წყალტუბოს მთავარი სიმდიდრე - წყალი, იყო კერძო საკუთრება. სააკაშვილის დროს, თქვენი ფავორიტი პატიმრის დროს წყალტუბოს წყალი გასხვისდა კერძო ბიზნესმენზე. ამიტომ, შეუძლებელი იყო იქ რაიმე ინვესტიციების ჩადება, თუ მთავარი სიმდიდრე, როგორიც არის წყალტუბოს წყალი, არ არის ხელმისაწვდომი ბიზნესმენებისთვის, როგორ შეიძლებოდა იქ განვითარება?! ჩემი გადაწყვეტილებით, ჯერ კიდევ დეკემბერში, ჩვენ მოველაპარაკეთ ინვესტორს, ბიზნესმენს, რომელიც მანამდე ფლობდა წყალტუბოს წყალს და სახელმწიფომ დაიბრუნა, გამოისყიდა დაახლოებით 8 მილიონ დოლარად აღნიშნული სიმდიდრე.

ეს საკუთრება ახლა უკვე არის ჩვენს ხელში. ჩვენ მაისში უკვე ვაცხადებთ ტენდერს დასრულებული გენგეგმის ფარგლებში, სარეალიზაციოდ გამოგვაქვს სასტუმროები და გვაქვს დიდი მოლოდინი, დიდი ინტერესი არსებობს, რომ ძალიან ბევრი ინვესტორი მიიღებს მონაწილეობას. წყალტუბო უნდა გახდეს ერთ-ერთი სამაგალითო ადგილი ჩვენს ქვეყანაში და არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ რეგიონში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

BMG შეეცდება გაარკვიოს რომელი ინვესტორიგან მოხდა ამ საკუთრების გამოსყიდვა.