მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობას აქვს გეგმა, როგორ წაახალისოს 60 წელს ზემოთ ასაკის პირების ვაქცინაცია - გამყრელიძე

614dc25ca2cd3
ინგა მურუსიძე
24.09.21 16:41
1346
პენსიონერთა ვაქცინაციის მეტი სტიმულირების გეგმა არსებობს, რომელსაც მომავალ კვირაში წარვადგენთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„გეგმა უკვე არსებობს, თუ როგორ წავახალისოთ 60 წელს ზემოთ მოქალაქეების ვაქცინაცია და მას წარვადგენთ 28 სექტემბერს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ვაქცინირებულთა შორის 60 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეების მხოლოდ 28,77%-ია აცრილი.

ბოლო პერიოდში ვაქცინაციის ტემპმა მკვეთრად იკლო, ამას თავად ხელისუფლებაც აღიარებს და აცხადებს, რომ განსაკუთრებული რისკჯგუფები სწორედ 60 წელს ზემოთ მოქალაქეები არიან.