მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობას პანდემიის დროს შესაბამისი ღონისძიებების გატარების უფლება კიდევ 6 თვით გაუხანგრძლივდა

5fead09146335
ინგა მურუსიძე
29.12.20 18:46
809

პარლამენტმა პლენარულ სესიაზე, ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების, დიმიტრი ხუნდაძის, ვლადიმერ კახაძის, ზაალ მიქელაძის, ზაზა ლომინაძისა და დავით სერგეენკოს “საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც 2021 წლიდან 6 თვის განმავლობაში შესაბამის სამთავრობო უწყებებს მიეცემათ შესაძლებლობა, იმოქმედონ იმ სამართლებრივი მექანიზმებით, რომელიც ამ დრომდე covid-19-თან ბრძოლის წინააღმდეგ ხორციელდებოდა.

შესაბამისად, მთავრობას პანდემიის დროს შესაბამისი შემზღუდავი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობა კიდევ 6 თვით გაუგრძელდა.

"იმედი მაქვს, 6 თვის შემდეგ აღარ დაგვჭირდება კანონის მოქმედების ვადის გახანგრძლივება"- თქვა მოხსენებით წარდგენისას ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა დიმიტრი ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, პირველად მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა 2020 წლის 21 მარტიდან 22 მაისის ჩათვლით პერიოდში გამოაცხადა. გარდა ამისა, მაისში პარლამენტში გაიმართა მსჯელობა და მთავრობას მიენიჭა უფლებამოსილება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე დაეწესებინა გარკვეული შეზღუდვები ქვეყანაში, თუმცა ეს ნორმა 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდამდე იყო ძალაში.