მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობას სააღდგომოდ რაიმე კონკრეტული შეზღუდვის გეგმა, ჯერჯერობით, არ აქვს

606c2cf4b6550
ინგა მურუსიძე
06.04.21 13:47
453
მთავრობას სააღდგომოდ რაიმე კონკრეტული შეზღუდვის გეგმა, ჯერჯერობით, არ აქვს. განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ დღეს სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„ჯერჯერობით, რაიმე კონკრეტული შეზღუდვების გეგმა აღდგომის დღესასწაულისთვის არ არსებობს. ზოგად ღონისძიებებზე მიდის საუბარი. გადამწყვეტი იქნება მომდევნო კვირა, რადგან აღდგომის დღესასწაულამდე ჯერ კიდევ რამდენიმე კვირაა, რათა ვნახოთ, როგორი ეპიდემიოლოგიური ტენდენციები იქნება.

ნებისმიერ შემთხვევაში, ის, რაც არის ზოგადი წესი მსგავსი ტიპის ღონისძიებებზე ეკლესიებში დასაცავად, ძალაში რჩება, მაგრამ მეტ კონკრეტიკას მოგვიანებით შემოგთავაზებთ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.