მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მთავრობასთან ურთიერთობა შეუძლებელია, რადგან არ ითვალისწინებს სხვის აზრს" - სანდრო ურუშაძე

61e69490098b2
მარიამ ადამია
18.01.22 21:21
761
“მთავრობასთან ურთიერთობა შეუძლებელია, რადგან არ ითვალისწინებს სხვის აზრს და საბოლოოდ, დავინახეთ რამდენი არასწორი და დამაზიანებელი ნაბიჯი გადაიდგა ბოლო პერიოდში”, - ამის შესახებ გადაცემა “საქმიან დილაში”, ჯანდაცვის ექსპერტმა, სანდრო ურუშაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებებს, ამის მაგალითი კი, მწვანე პასპორტების სისტემის ამოქმედებაა.

“რაიმე პლატფორმა, სადაც აზრთა შეჯერება და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება იქნება შესაძლებელი, და სადაც გარდა ჯანდაცვის სექტორისა, ბიზნესის წარმომადგენლებიც იქნებიან ჩართულნი, არ არსებობს. ამიტომაც ვიღებთ არალოგიკურ რეგულაციებს/წესებს ქვეყანაში. ზოგადად ჯარიმას და რეგულაციას აზრი აქვს მაშინ, როდესაც ადამიანები ეთანხმებიან შეზღუდვებს, წესებს და მათ სამართლიანობაში დარწმუნებული არიან. დღეს კი, მოსახლეობას დაკარგული აქვთ ნდობა რეგულაციების მიმართ, არ აქვთ განცდა, რომ ვიღაც შეამოწმებს და დაისჯება. ესეც ერთ-ერთი მიზეზია იმის, რომ ქვეყანაში მაგალითად პირბადის ტარების მაჩვენებელი საკმაოდ დაბალი გვაქვს”, - აღნიშნა ურუშაძემ.

ჯანდაცვის ექსპერტმა ასევე ისაუბრა საფრთხეებზე, რომლებიც არასწორი მოლოდინების შედეგად იქმნება ქვეყანაში.

“თითქოს პანდემიამ გადაიარა და ომიკრონი შედარებით მსუბუქი მიმდინარეობისაა. ეს ყველაფერი ცხადია გარკვეულ საფრთხეებს მოიცავს, რადგან ადამიანები თვლიან, რომ აღარ არის საჭირო პირადი უსაფრთხოების წესების დაცვა, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება მოახდინოს, როგორც ინფიცირებულთა რიცხვის ზრდაზე, ასევე იმ ადამიანებზე, ვისაც საავადმყოფოში მკურნალობა უწევს. დადგება დრო, როდესაც პანდემია დასრულდება და ამოვისუნთქებთ, მაგრამ დღეს ამის თქმის საფუძველი არ გვაქვს”, - აღნიშნა სანდრო ურუშაძემ.

ინფორმაციისთვის, დაწესებულებაში ტემპერატურის გაზომვის მოთხოვნის გადახედვის შესახებ ინიციატივა, ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა, სადაც წერს, რომ მეთოდმა განსაკუთრებით მნიშვნელობა ამ პირობებში დაკარგა, რადგან ომიკრონით ინფიცირებულებს ხშირად ტემპერატურა საერთოდ არ უფიქსირდებათ. მისივე თქმით, ამ მეთოდმა ინფექციის კონტროლის მხრივ დიდად არ გაამართლა.