მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა მაღალ ზრდას უზრუნველყოფს - ხუციშვილი

6336d1df1a997
მარიამ ვარადაშვილი
30.09.22 15:27
524
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტმა 2023 წლის ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებზე იმსჯელეს. მომავალ წელს ხელისუფლება ეკონომიკის 5%-იან ზრდას ელის, წელს კი - 8.5%-იან ზრდას. აღსანიშნია, რომ საქსტატის წინასაწარი შეფასებით, რვა თქვეში საქართველოს ეკონომიკა 10.5%-ით გაიზარდა. 

სხდომის შემდეგ მედიამ ფინანსთა მინისტრს ჰკითხა - რა ნაბიჯები გადადგა მთავრობამ ეკონომიკის ორნიშნა ზრდის მისაღწევად. პასუხად ლაშა ხუციშვილმა ის ფაქტორები დაასახელა, რაც მისი შეფასებით, ქვეყანაში მაღალ ეკონომიკურ ზრდას იწვევს.

ფინანსთა მინისტრის განცხადებითვე, წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლი 2019 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდება.

“ის ეკონომიკური პოლიტიკა, რაც ქვეყანას აქვს, უზრუნველყოფს იმას, რომ ეკონომიკა სწრაფად იზრდებოდეს. ამას განაპირობებს რამდენიმე ფაქტორი: პირველ რიგში კი, ექსპორტის ზრდა, რაც მამოძრავებელია ამ ეკონომიკური ზრდის. ასევე ტურიზმის აღდგენა და მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაიდგა ტურიზმის აღდგენის ხელშეწყობისთვის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტურიზმი ამ წელს ხარჯვით ნაწილში 100%-ით იქნება აღდგენილი. ეს მნიშვნელოვანი მაჩვენებლებია, რომლებმაც საშუალება მისცა ეკონომიკას, მეტად გაზრდილიყო. ამას გარდა, ფიქსირდება მაღალი მოთხოვნა როგორც შინამეურნეობებში, ასევე ბიზნეს აქტივობებში. ბოლო 2-3 წელში მნიშვნელოვნად გაიზარდა ბიზნესის ბრუნვა”, - აცხადებს ფინანსთა მინისტრი ხუციშვილი.