მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მუშა-ხელი სერიოზული პრობლემაა... ბევრი წავიდა ევროპაში სამუშაოდ“ - სამშენებლო კომპანია „ბალავარი“

641317697ddf0
თინათინ ნატმელაძე
16.03.23 18:08
843
სამშენებლო კომპანია „ბალავარის“ დამფუძნებელი ბესო თავბერიძე „საქმიანი დილის“ ეთერში გასული წლის გამოწვევებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ 2022 წელს მთავარი დაბრკოლება მუშა-ხელის დეფიციტი იყო.

მისივე ცნობით, ეს გამოწვევა ახლაც აქტუალურია და უახლოეს მომავალში, კადრების კიდევ უფრო კლებას ელოდებიან.

„გვიჭირს როგორც ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის, ისე მუშების მოძიებაც. ძალიან ბევრია წასული ევროპაში სამუშაოდ, ახლა კი თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამოც ველოდებით, რომ გადინება მოხდება. ეს ძალიან დიდი დაბრკოლებაა ჩვენი საქმიანობის პროცესში.

სულ ძიებაში ვართ, ერთი პერიოდი „ტექნიკურ უნივერსიტეტშიც“ ვიყავი სამშენებლო ფაკულტეტზე, მინდოდა, რომ დამამთავრებელი კურსის სტუდენტები წამეყვანა ჩემთან, სტაჟირება გამეტარებინა, მაგრამ, სამწუხაროდ, აქაც ვერ ვნახეთ ის კადრი, ვისაც ვეძებდით“, - განაცხადა ბესო თავბერიძემ.