Turebi.ge-ის დირექტორის, ნიკო გოგოლაძის თქმით, ყოველწლიურად კატასტროფულად იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც მწვანე ბარათის გათამაშებაში ერთვებიან და მაგალითად თუკი 2011 წელს 20 ათასი კაცი იყო დარეგისტრირებული, 2021 წელის გათამაშებისთვის უკვე 112 ათასი დარეგისტრირდა, თან პანდემიის პირობებში.
“ეს სტატისტიკა წელს კიდევ უფრო მზარდია და თუკი ავიღებთ გათამაშების დაწყების პირველ სამ კვირას, ორჯერ არის გაზრდილი მომართვიანობა. ჩვენ ამ რაოდენობიდან დაახლოებით 10%-ს ვეხმარებით რეგისტრაციაში და იმდენი შეტყობინება შემოდის სოციალურ ქსელში მომხმარებლების მხრიდან, მსგავსი შემთხვევა არასდროს დაფიქსირებულა”, - ამის შესახებ Turebi.ge-ის დირექტორმა გადაცემა “საქმიან დილაში” ისაუბრა.
მისივე თქმით, აშშ-ის მწვანე ბარათის გარდა, ასევე გაზრდილია მოთხოვნა აშშ-ის ტურისტულ ვიზაზეც. 2023 წლის თებერვლამდე საელჩოში გასაუბრებისთვის ადგილი არ არის. სტატისტიკა მზარდია მექსიკაზეც და პოლონეთის სამუშაო ვიზაზეც.
ინფორმაციისთვის, ყოველწლიურად უამრავი ადამიანი ცდილობს ე.წ. მწვანე ბარათის (Green Card) მოგებას. მწვანე ბარათის გათამაშება 1990 წლის საიმიგრაციო კანონის მიხედვით შემოიღეს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მას წელიწადში ერთხელ ატარებს. ყოველწლიურად, 550 000 საიმიგრაციო ვიზა გაიცემა, რისი მიზანიც აშშ-ის მოსახლეობის მრავალფეროვნების შენარჩუნება და სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის ლეგალურად ცხოვრების უფლების მინიჭებაა. "მწვანე ბარათის" მფლობელები აშშ-ის მუდმივი რეზიდენტები ხდებიან და უფლება ეძლევათ იცხოვრონ და იმუშაონ ლეგალურად, ისარგებლონ სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევით, მიიღონ კრედიტი შეღავათიანი პირობებით და ჰქონდეთ აშშ-ის სოციალური დაზღვევის ნომერი.
რაც შეეხება მაჩვენებლებს, საქართველოს შემთხვევაში ზოგადი სტატისტიკური მონაცემებით მოგებულთა ყველაზე მაღალი 2018 წელს დაფიქსირდა, როდესაც აღნიშნული ბარათი 1195-მა ადამიანმა მოიპოვა 122 109 მონაწილიდან. მას შემდეგ მოგებულთა მაღალი მაჩვენებელი 2020 წელს დაფიქსირდა (1131).
რაც შეეხება ყველაზე დაბალ მაჩვენებელს, ის 2007 წელს დაფიქსირდა და 323 შეადგინა 26065 მონაწილიდან.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება