მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

MyWay Airlines-ის სტრუქტურა წინააღმდეგობაში მოვიდა კანონმდებლობასთან - თურნავა

61add507c2eaf
მარიამ ვარადაშვილი
06.12.21 13:26
688
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანია MyWay Airlines-ს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა გაუუქმა, რის მიზეზადაც კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა დასახელდა. როგორც ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, თუ MyWay Airlines-ი ხარვეზს გამოასწორებს, შეუძლია ფრენების აღდგენის მოთხოვნით სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს კვლავ მიმართოს.

“კომპანია My Ways Airlines-ის არსებული სტრუქტურა წინააღმდეგობაში მოვიდა ქართულ კანონმდებლობასთან. კერძოდ, კანონმდებლობით დადგენილია, რომ საქართველოში რეგისტირებული ავიაკომპნიის საკონტროლო წილის მფლობელი საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს. ამით საქართველოს მოქალაქეებისა და ქართველი ინვესტორების პრიორიტეტულობა დაცულია. ამ ნაწილში კითხვები გაუჩნდა სააგენტოს და ძალიან წონადი არგუმენტები ჰქონდა, რომ ამ ეტაპზე ეს ლიცენზია გაეუქმებინათ, მაგრამ თუ გამოსწორდება ის ხარვეზები, რაც დადგენილი იყო, კომპანიას ყოველთვის აქვს უფლება ხელახლა მიმართოს და შემდეგ სააგენტო განიხილავს ლიცენზიის აღდგენის საკითხს. მანამდე იყო მცდელობა, თუმცა კომპანიის მხირდან ეს საკითხი ვერ გამოსწორდა”,-აცხადებს თურნავა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიისთვის საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადება გუშინ გააგვრცელა:

“საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა გაიცემა საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომელშიც საქართველოს მოქალაქე/მოქალაქეები ან/და საქართველოს სახელმწიფო ან/და საქართველოში დაფუძნებული იურიდიული პირი (რომლის დამფუძნებელი/დამფუძნებლები ან/და ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 50%-ზე მეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელი/მფლობელები არის/არიან საქართველოს მოქალაქე/მოქალაქეები), საკუთრების უფლებით ფლობს/ფლობენ ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 50%-ზე მეტს.

ამასთან, ამგვარი ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 50%-ზე მეტის საკუთრების უფლებით ფლობა უნდა ითვალისწინებდეს, მათ შორის, მასზე ეფექტური კონტროლის განხორციელებას. აღნიშნული მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების თაობაზე”,-ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში BMG-ის უთხრეს, ავიაკომპანიის მიმართვის შემთხვევაში სააგენტომ სამ თვეში უნდა განიხილოს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის აღდგენის საკითხი. 

„საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ-სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 16 ივნისის N98 ბრძანების თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას მოწმობის გაცემის შესახებ განაცხადის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში".

ვრცლად სააგენტოს განცხადება ნახეთ აქ.