მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მზად ვართ, შეთანხმების ყველა პირობა მაქსიმალურად მოკლე დროში შესრულდეს“ - პრემიერი

607ee78f4c79f
ვიქტორია მღებრიშვილი
20.04.21 18:44
690
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს პოლიტიკურ მხარეებს შორის ევროპის საბჭოს პრეზიდენტის მედიატორობით მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა შესრულდეს.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, „ქართული ოცნების“ მხრიდან შეთანხმების შესასრულებლად შეფერხება არ იქნება.

"რაც შეეხება შეთანხმების შესრულებას, შემიძლია, დაგიდასტუროთ: ჩვენი გუნდის მხრიდან არანაირი შეყოვნება არ იქნება. ჩვენ მოწოდებული ვართ, რომ ყველა ის პირობა, რომელსაც ხელი მოვაწერეთ მაქსიმალურად მოკლე დროში შესრულდეს. რაც შეეხება ჩვენს შესაძლო კონსტრუქციულ თანამშრომლობას ოპოზიციასთან, იყო მზაობა და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმის მომხრე ვართ და საქართველოს პარლამენტში მუშაობას ამ სულისკვეთებით გავაგრძელებთ.

დღეს ჩვენი ქვეყნის გაერთიანების დროა და არა - დაყოფის. ქვეყნის წინაშე უამრავი გამოწვევაა, რომელთან ბრძოლას საქართველოს პარლამენტში ერთიანი ძალისხმევა სჭირდება, რათა ქვეყანა რაც შეიძლება მოკლე დროში ნორმალური განვითარების რიტმს დაუბრუნდეს“, - განაცხადა პრემიერმა.