მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა - ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს ჰაერივით სჭირდება

5df7426528ac7
ინგა მურუსიძე
16.12.19 12:42
742
ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს ჰაერივით სჭირდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

კითხვაზე - გეგმავს თუ არა სახელმწიფო ინვესტორთან ხელშეკრულების გაწყვეტას, მინისტრმა უპასუხა, რომ მოვლენებს წინ არ გაუსწრებს, რადგან ინვესტორს ჯერ დედლაინი აქვს.

„გამომდინარე იქიდან, რომ დარჩენილია რამდენიმე დღე იქამდე, ვიდრე ინვესტორის გარკვეული დედლაინები ამოიწურება, არ მინდა ნაადრევად ვისაუბრო. დავაცადოთ, დადგეს ფორმალური დედლაინი, შემდეგ კი შევიკრიბებით სამთავრობო გუნდი იმისთვის, რათა ვნახოთ, რა გავაკეთოთ, რომ ეს აუცილებელი პროექტი ბოლოს და ბოლოს განხორციელდეს. 2017 წლიდან ხდება ვადების გადაწევა ინვესტორის მოთხოვნით. პირვანდელი ვადით მომავალ წელს პირველი ეტაპი მწყობრში უნდა ყოფილიყო და  ღრმაწყლოვანი პორტი გვექნებოდა. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა; ეს არის სტრატეგიული პროექტი, თქვენ იცით რა ხდება პორტებში, თავისუფალი ადგილი არ არის იმხელა დატვირთვა მოდის პორტებზე. ძალიან წაგვეშველებოდა დროულად ანაკლიის აშენება, მაგრამ, ჯერჯერობით, ვაცადოთ ინვესტორს. ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს როგორც ჰაერი, ისე სჭირდება“, - განაცხადა თურნავამ.