ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ასევე მისი ორი მოადგილე – დავით თვალაბეიშვილი და აკაკი საღირაშვილი, ქონებრივი დეკლარაციის შეცდომით შევსების გამო დაჯარიმდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია საჯარო სამსახურის ბიუროს 2019 წლის ანგარიშშია მოცემული.
კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, ნათია თურნავას დაჯარიმების მიზეზი დეკლარაციაში, მისი მეუღლის შემოსავალ/გასავალთან დაკავშირებით ცდომილება გახდა, დავით თვალაბეიშვილს მისი და ოჯახის წევრების ანაზღაურება არასწორად ქონდა დაფიქსირებული, აკაკი საღარაშვილს კი ცდომილება ნაშთში ჰქონდა, ასევე –ხელშეკრულებით მიღებულ მატერიალურ შედეგში.
რაც შეეხება თურნავას კიდევ ერთ მოადგილეს გენადი არველაძეს, მას დეკლარაციის არასწორად შევსების გამო გაფრთხილება მისცეს.
საჯარო სამსახურის ეროვნული ბიუროს ანგარიშის თანახმად, 2019 წელს საჯარო მოხელეების ნახევარზე მეტს დეკლარაცია დარღვევებით ჰქონდათ შევსებული. მათ 596 თანამდებობის პირი შეამოწმეს, რომელთაგანაც 254 დააჯარიმეს, 75 მათგანს კი გააფრთხილება მიეცა.
ამასთან, საჯარო სამსახურის ბიუროში დეკლარაციის შევსების მიმართ თანამდებობის პირთა დამოკიდებულების გაუმჯობესებაზეც მიუთითებენ.
„2019 წლის დეკლარაციების მონიტორინგმა ცხადყო, რომ რადიკალურადაა შეცვლილი თანამდებობის პირების დამოკიდებულება, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების მიმართ. აღნიშნულზე მეტყველებენ ციფრებიც, თუ 2017 და 2018 წლებში დეკლარაციების მონიტორინგის შედეგად დაჯარიმდა შემოწმებულ თანამდებობის პირთა დაახლოებით 80%, 2019 წლის მონიტორინგის შედეგად უარყოფითად შეფასებულ დეკლარაციათა რიცხვი (მათ შორის გაფრთხილებებიც) არ ცდება 60%-ს და შეადგენს 55%-ს. აღნიშნული განაპირობა მთელმა რიგმა მნიშვნელოვანმა ფაქტორებმა და ღონისძიებებმა, რომელიც გატარდა 2019 წლის განმავლობაში საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ“, – ნათქვამია ანგარიშში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რამდენი ქართველი ცხოვრობს რუსეთში?
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
პატარძეულთან ახლოს, ნავთობის ახალი მარაგებია აღმოჩენილი - Block Energy
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება