მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკი გააგრძელებს ადეკვატურ, ფრთხილ მონეტარულ პოლიტიკას - ნათია თურნავა

6494595b651f1
თამთა ჯიჯავაძე
22.06.23 18:31
795
სტატიაში საუბარია:
ეროვნული ბანკი გააგრძელებს ადეკვატურ, ფრთხილ მონეტარულ პოლიტიკას, - ამის შესახებ ნათია თურნავამ სებ-ში გამართული საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომელზეც ის პირველ ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.

მისივე თქმით, საქართველოს საფინანსო სისტემამ ყველას დაუმტკიცა თავისი ფინანსური სიძლიერე და შეინარჩუნა მაღალი საერთაშორისო რეიტინგები, რაშიც თურნავას განცხადებით, მთავრობის ეფექტიან ეკონომიკურ პოლიტიკასთან ერთად, დიდი როლი სებ-ის სწორმა მონეტარულმა პოლიტიკამ შეასრულა.

„ამ კუთხით საკმაოდ კარგი მიღწევები გვაქვს. ბოლო პერიოდში ინფლაცია, რაც ეროვნული ბანკის მთავარი საზრუნავია, ხასიათდება დაღმასვლით. გვაქვს იმედი, რომ საშუალოვადიან პერიოდში მივაღწევთ მიზნობრივ მაჩვენებელს. ეს მნიშვნელოვანია. ეროვნული ბანკი როგორც დამოუკიდებელი ძლიერი ინსტიტუცია, ისევ ასე გააგრძელებს საქმიანობას და ადეკვატურ ფრთხილ მონეტარულ პოლიტიკას“, - აღნიშნა თურნავამ.

ცნობისთვის, საქსტატის ინფორმაციით, მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ -0.1%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.5% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის იანვრიდან თვიურ ჭრილში ქვეყანაში დეფლაცია ფიქსირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები