მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ში ორი ვაკანსია გვაქვს და ვისურვებდი ეს თანამდებობები შეივსოს - ნათია თურნავა

649466df8bf8f
ალა ისპირიანი
22.06.23 19:25
765
სტატიაში საუბარია:

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ სებ-ში ორი ვაკანსია აქვთ და სურვილი აქვს, ეს ადგილები შეივსოს. ამის შესახებ მან სებ-ში გამართული საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. აღნიშნულ თანამდებობაზე თურნავა დღეს აირჩიეს.

„გვაქვს ორი ვაკანსია. ამ ვაკანსიებზე წევრების არჩევა ჩვენს კომპეტენციას აღემატება, ამიტომ დეტალებში ვერ შევალ და არ ვარ იმ კომპეტენციის, რომ რაიმესკენ მოვუწოდო პარლამენტს, უბრალოდ ვისურვებდი მომავალში კონსენსუსი შედგეს და ეს თანამდებობები შეივსოს, რაც წაადგება ბორდს და ჩვენ ეფექტიან მუშაობას“, - განაცხადა მან. თურნავამ აქვე საქართველოს პრეზიდენტს პირადად მისი წარდგენისთვის, ხოლო პარლამენტს საბჭოს წევრად დამტკიცებისთვის მადლობა გადაუხადა.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის 2 ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს გიორგი ბაქრაძისა და დიმიტრი ჯაფარიძის კანდიდატურები უკვე წარუდგინა. თუმცა "ქართულ ოცნებაში" კანდიდატურების მხარდაჭერას არ გეგმავენ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები