მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სალომე ზურაბიშვილმა სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებად გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე წარადგინა

648c6c19a5d7d
BM.GE
16.06.23 17:55
1354
სტატიაში საუბარია:
საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის 2 ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად გიორგი ბაქრაძისა და დიმიტრი ჯაფარიძის კანდიდატურები წარუდგინა:

ეროვნული ბანკის საბჭოს მრჩეველი, გიორგი ბაქრაძე

ილიაუნის ეკონომიკის პროფესორი, დიმიტრი ჯაფარიძე

შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრებები 10 აპრილს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა, თუმცა მას შემდეგ საკითხი შეჩერდა და რამდენიმეკვირიანი სიჩუმის შემდეგ მოულოდნელად, „ქართულმა ოცნებამ“ გაავრცელა განცხადება, რომ პარტია „ეროვნული ბანკის“ შესახებ კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოს დაძლევდა.

მმართველმა პარტიამ მიზეზად საქართველოს პრეზიდენტის უარი დაასახელა, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად მოქმედი ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის წარდგენაზე თქვა.

მმართველი პარტიის საპასუხოდ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა განაცხადა, რომ იყო ეჭვი, რომ ლაშა ხუციშვილი დამოუკიდებელი არ იქნებოდა, რადგან მმართველი პარტია მის მიმართ მიკერძოებულობას იჩენდა.

საბოლოოდ, საკითხზე ასეთი შედეგი დადგა: პარლამენტმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია, ხოლო პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებად გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე წარადგინა.

რაც შეეხება კანონს და მასზე დადებულ/დაძლეულ ვეტოს, ცვლილებების სებ-ში გაჩნდება პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი, რომელიც სებ-ის პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში მის მოვალეობას შეასრულებს. ამასთან, იქამდე სანამ ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს არ გაუვა უფლებამოსილების ვადა, დროებით შემოდის დათქმა, რომ ვიცე-პრეზიდენტების რაოდენობა სამის ნაცვლად, იქნება ოთხი და მათ შორის ერთი პირველი ვიცე-პრეზიდენტი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები