გიორგი ბაქრაძე თუ საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედავს, გამიხარდება... მივესალმები თუ დარჩება - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ "პირველი არხის" ეთერში განაცხადა.
" ახლა ის სამსახურში დადის, გვეხმარება, აქტიურად არის ჩართული, გეგმები აქვს და მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობის უფლება მთხოვა და მივესალმები თუ დარჩება", - განაცხადა ნათია თურნავამ.
როგორც გიორგი ბაქრაძემ Bm.ge-ს განუცხადა, იგი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი ბაქრაძე თანამდებობას ტოვებს.
გადაწყვეტილების მიზეზი სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას მიერ გამოცემული ბრძანება გახდა, რომელიც სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს.