მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა გამორიცხავს, რომ მის მოადგილეს კანონთან რაიმე შეუსაბამობა ჰქონდეს

5def7e1895a80
ინგა მურუსიძე
10.12.19 19:09
1076
ჩემი მოადგილე არის ძალიან ძლიერი, გამოცდილი იურისტი და მე გამოვრიცხავ, რომ კანონთან რაიმე რაიმე შეუსაბამობა ჰქონდეს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

„თითოეული ჩვენთაგანის, საჯარო მოხელეების დეკლარაციები არის საჯარო, ყველაფერი არის დასაბუთებული. ჩემი მოადგილე არის ძალიან ძლიერი, გამოცდილი იურისტი და მე გამოვრიცხავ, რომ კანონთან რაიმე რაიმე შეუსაბამობა ჰქონდეს“, - განაცხადა თურნავამ.

ცნობისთვის, ნათია თურნავა გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევას, რომლის თანახმად, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძე ფლობს წილს ისეთ კომპანიაში, რომლის საქმიანობაც, სავარაუდოდ, სამინისტროს კონტროლს ექვემდებარება.