მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტემპი ოდნავ ავაჩქარეთ" - თურნავა რეფინანსირების განაკვეთის შემცირებაზე

ეროვნული ბანკი

შემცირების მიუხედავად, საქართველოში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი არც თუ ისე დაბალია, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც გუშინ სებ-ის მიერ რეფინანსირების განაკვეთის 0.75 პპ-ით 8.25%-მდე შემცირების გადაწყვეტილებას შეეხებდოა.

ნათია თურნავამ ის მიზეზები განმარტა, რამაც სებ-ს უფრო გაბედული ნაბიჯების გადადგმის საშუალება მისცა.

"საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განხორციელების კუთხით კვლავაც თანმიმდევრულია. ჩვენ დაწყებული 2023 წლის მაისიდან რეფინანსირების განაკვეთს ეტაპობრივად ვამცირებთ. თავიდან, უფრო მცირე და ნელი ტემპით დავიწყეთ. თუმცა ვნახეთ, რომ დაბალ ინფლაციური გარემო ნარჩუნდება და თითქმის 10 თვეა ინფლაცია თვიდან თვემდე 1%-ზე დაბალია. ინფლაციური მოლოდინები ნორმალიზდა და ასევე, გარკვეული რისკები არ გაგრძელდა. ამიტომ ჩვენ, ეს ტემპი ოდნავ ავაჩქარეთ. ჩვენ, ეს გარემო გვაძლევს საშუალებას, რომ ოდნავ უფრო გაბედული ნაბიჯები გადავდგათ.

ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გარკვეული გეოპოლიტიკური რისკები, რომელსაც მხედველობაში ვიღებთ, კერძოდ წითელ ზღვაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ტრანსპორტირების ფასების მატება საქართველოში არ გაგრძელდა. ამას დაემატა ის, რომ ჩვენი, შიდა ინფლაციის მაჩვენებელი თებერვალში უფრო დაბალი იყო, ვიდრე იანვარში. სხვა გარკვეული ინდიკატორები და ლარის სიმყარე და კონტრიბუცია დაბალ ინფლაციურ გარემოში გვაძლევს საშუალებას, ცოტა უფრო გაბედულად, თუმცა, კვლავაც ფრთხილი ნაბიჯებით ვიაროთ. მოგეხსენებათ, გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგაც ჩვენი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, არც თუ ისე დაბალია. შეიძლება ითქვას, რომ ზომიერად მკაცრ პოლიტიკას ვინარჩუნებთ", - განაცხადა თურნავამ.

სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს პროგნოზის გაკეთება უჭირს, თუმცა ყველა სხვა თანაბარ პირობებში რეფინანსირების განაკვეთის კლების გაგრძელებას პროგნოზირებს.

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 0.75 პროცენტული პუნქტით, 8.25%-მდე შემცირდა. ეს 2021 წლის თებერვლის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები