26.თებერვალი .2020 15:32

ნათია თურნავა ლარის გამყარებაზე: ეს არის დასტური იმისა, ჩვენი ეკონომიკა მყარად ვითარდება

views 284
უკან

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ლარის კურსის ბოლოდროინდელ გამყარებას ჯანსაღი ეკონომიკის და პოლიტიკური სტაბილურობის არსებობით ხსნის.

როგორც ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზი ქვეყანაში არსებული პოლიტიკურად არასტაბილური გარემო და პროვოკაციები იყო.

„ლარის გამყარება ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური და მოსალოდნელი ტენდენცია, რაზეც ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ; სწორედ ამას ვამბობდი, რომ როდესაც ნეგატიური მოლოდინები შემცირდება, როდესაც ვნებათაღელვა დაცხრება, პოლიტიკური სტაბილურობაც უწყობს ამას ხელს, ლარის დინამიკა წავა გამყარებისკენ და ეს ასეც ხდება. პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენი ეკონომიკა არის ჯანსაღი, ეკონომიკური ზრდა არის მაღალი, ექსპორტის ზრდის მაჩვენებელი არის ძალიან მაღალი და ექსპორტი არის ის წყარო, საიდანაც უცხოური ვალუტა შემოდის ჩენს ბაზარზე და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ფულის ბაზარზე იმისთვის, რომ მოხდეს ეროვნული ვალუტის გამყარება. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ლარი არის მყარი და ჯანსაღი ვალუტა და ჩვენი ეკონომიკა მყარად ვითარდება. მანამდე იყო ნეგატიური მოლოდინები მათ შორის გარკვეული პოლიტიკური პროვოკაციების და არასტაბილურობის ფონზე, ივნისის მოვლენებს შეგახსენებთ და ახლა ამ ეტაპზე ყველაფერი დასტაბილურდა”, - განაცხადა თურნავამ.

ცნობისთვის: ბოლო რამდენიმე დღეა ლარს გამყარების ტენდენცია აქვს.