მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა “მინისტრის საათის” ფორმატში პარლამენტში მიმდინარე კვირას მივა

61b76e3e63a0d
თამთა ჯიჯავაძე
13.12.21 20:23
650
მიმდინარე კვირაში, ხუთშაბათს პარლამენტში დეპუტატები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას, ხოლო პარასკევს იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს მოუსმენენ.

მანამდე კი ოთხშაბათს, დეპუტატები საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის საბოლოო ვარიანტს განიხილავენ.

ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ბიუროს სხდომაზე სასესიო კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგის განხილვისას აღნიშნა.

პარლამენტი ასევე იმსჯელებს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შესახებ.

აღნიშნულ საკითხზე ყურადღება პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ წარმომადგენლებმა გაამახვილეს.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, კომიტეტმა მოუსმინა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კომიტეტის სხდომაზე და მოამზადა შესაბამისი გადაწყვეტილება.

„პლენარულ სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, თითოეულ დეპუტატს შესაძლებლობა ექნება ფულად-საკრედიტო პოლიტიკაზე იმსჯელოს. მომავალი წლის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი არის 3%. ამიტომ ჩვენი რეკომენდაციაა ამ საკითხზე მსჯელობის გახსნა მომავალ სესიაზე“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

კვირის ბოლო სამუშაო დღეები მინისტრის საათის ფორმატს დაეთმობა.