მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა: საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე ბიზნესების აქტიურად ამოქმედებას არ ვგეგმავთ

5e99ac355496a
ინგა მურუსიძე
17.04.20 17:19
1074
"საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე ბიზნესების აქტიურად ამოქმედებას არ ვგეგმავთ", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დამთავრების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, სამინისტრო ამ დროს იმისთვის გამოიყენებს, რომ ბიზნესები შემოწმდეს, რათა ზომების შერბილებისთანავე მათ მუშაობა დაიწყონ.

„მინდა, მივმართო ბიზნესს და გავაკეთო გარკვეული განმარტებები, დღეს ვიმყოფებით ახალი გამოწვევების წინაშე და ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, კრიტიკულ ეტაპზე. ეს კი ჩვენს წინაშე ახალ გამოწვევებს აყენებს. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მობილობა მკვეთრად დაეცეს და შეიზღუდოს.

ამავდროულად, შეგახსენებთ, რომ ჩვენი სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო, ასევე, ჩვენი ერთობლივი ინსპექციები აქტიურად ახორციელებენ ბიზნესების შემოწმებას იმის თაობაზე, თუ რამდენად იცავენ კომპანიები ახალ გაიდლაინებს და მოთხოვნებს, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო გვიწესებს. 300-ზე მეტი კომპანია გადამოწმდა. მინდა, ძალიან გულახდილად მოგახსენოთ, რომ არსებული ვითარების გათვალისწინებით, საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე არ არის მოსალოდელი, რომ დავიწყებთ აქტიურად ბიზნესების ამოქმედებას.

სამაგიეროდ, ამ პერიოდს, ძალიან აქტიურად გამოვიყენებთ იმისთვის, რომ დავასრულოთ ბიზნესების მონიტორინგი და გადამოწმება იმ სტანდარტების, რაც მათ უნდა დააკმაყოფილონ იმისთვის, რომ როგორც კი გვექნება შესაძლებლობა, დავიწყოთ შერბილება-შემაკავებელი ზომები იმისთვის, რომ კვლავ ავამოქმედოთ ეკონომიკა, ყველა იყოს მზად და დამატებითი დრო შემოწმებისთვის აღარ დაგვჭირდეს", - განაცხადა თურნავამ.