მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა ტყიბულის შახტში დასაქმებულების გაფიცვაზე კომენტარს აკეთებს

5e5660554fb80
თათია ჩაფიჩაძე
26.02.20 16:10
719
„ტყიბულის შატხში სამუშაოების დასრულების შემდეგ ყველა თანამშრომელი თავის ადგილს დაუბრუნდება, იქამდე კი, ისინი დროებით სამუშაოს შეასრულებენ და ანაზღაურებას მიიღებენ”, - ეს განცხადება ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტების იმ კითხვის პასუხად განაცხდა, რომელიც ტყიბულში დასაქმებულების გაფიცვას შეეხებოდა.

საქმე იმაშია, რომ რამდენიმე დღის წინ ტყიბულში მეშახტეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც bm.ge-ის მეშახტემ და პროფკავშირების წევრმა გიგა ისაკაძემ განუცხადა, მეშახტეებს სამსახურის დაკარგვის ეჭვი ჰქონდათ.

„ჩვენი სამინისტრო და პირადად მე, ძალიან დიდი ყურადღებით ვადევნებ თვალყურს ტყიბულში მიმდინარე მოვლენებს. ჩვენთვის ყოველთვის მნიშნელოვანი იყო მეშახტეების შრომის უსაფრთხო პირობები, ეს არის ნომერ პირველი ამოცანა; ამასთან ერთად მნიშვნელოვანია, ინვესტიციები, მოპოვების ზრდა, საწარმოს განვითარება, მაგრამ პირველ რიგში - უსაფრთხოება.

ჩვენი ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტო ეტაპობრივად ამოწმებს შახტებს, მკაცრი მითითებებიც მისცა ინვესტორს და სწორედ ამით არის გამოწვეული ის, რომ მათ აუცილებლად უნდა განახორციელონ აუცილებელი სარემონტო სამუშაოები. ეს არის ჩვენი მკაცრი მოთხოვნა.

მისასალმებელია, რომ ეს კეთდება იმდაგავარდ, რომ არცერთი ადამიანი არ იზარალებს, ყველა რჩება და შრომის ანაზღაურება იქნება სრულად დაფარული. როგორც ვიცი, დროებით სხვა სამუშაო ადგილი შესთავაზეს, ასევე ყველა აუცილებელი გარანტია გაცემულია და რამდენიმე კვირის შემდეგ როცა დასრულდება სამუშაოები, ისინი ისევ დაუბრუნდებიან ძველ სამუშაო ადგილს. ჩვენ ამას დავაკვირდებით და ვფიქრობთ, რომ კომპანია და მეშახტეები გონივრულ გადაწყვეტილაბამდე მალე მივლენ, რადგან ეს მათ ინტერესებშია”, - აღნიშნა თურნავამ.