მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვიზრუნებთ, დედოლარიზაციის პოლიტიკა გაგრძელდეს - ნათია თურნავა

6494707c320cb
ალა ისპირიანი
22.06.23 20:00
503
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ სებ-ი იზრუნებს დედოლარიზაციის პოლიტიკა გაგრძელდეს. ამის შესახებ მან სებ-ში გამართული საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

„აქ ერთ-ერთ მიმართულებად მესახება, დეპოზიტების მიმართულებით ვიზრუნოთ დოლარიზაციის წვლილის შემცირებაზე“, - განაცხადა მან.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის ახალმა შემსრულებელმა, ასევე თქვა, რომ დედოლარიზაციის მიმართულებით კარგი მიღწევები არის, თუმცა გამოწვევები კიდევ არსებობს.

„დედოლარიზაცია მნიშვნელოვანია მიმართულებაა და კვლავაც გამოწვევაა რადგან დედოლარიზაციის შემცირება ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის უფრო მეტ ეფექტურობას ნიშნავს. ამ კუთხით კარგი მიღწევებია თუმცა სხვადასხვა გეოპოლიტიკური იძულების ფონზე კვლავაც არის გარკვეული გამოწვევები ამ თვალსაზრისით.

დღესდღეობით 50%-ზე ოდნავ მეტია სესხებში დოლარიზაციის კოეფიციენტი - ადრე ეს მაჩვენებელი გაცილებით მძიმე იყო. ჩვენ სხვადასხვა გზით ვიზრუნებთ, რომ დედოლარიზაციის პოლიტიკა კვალვაც გაგრძელდეს - მე აქ ერთ-ერთ მიმართულებად მესახება დეპოზიტების მიმართულებით ვიზრუნოთ დოლარიზაციის წვლილის შემცირებაზე“, - განცხადა თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები