მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავას იმედი აქვს, რომ საკრედიტო-საგარანტიო ფონდი "წელს თუ არა, გაისად მაინც იმუშავებს"

5de0e705a8472
თელარა გელანტია
29.11.19 14:00
1073
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ირწმუნება, რომ საკრედიტო-საგარანტიო სქემა მუშაობს და თუ ბანკში დღეს მსურველი მივა, საფინანსო ინსტიტუტი მის განაცხადს მიიღებს.

საქმე ისაა, რომ საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს ქვეშ გაზაფხულიდან ამოქმედდა და ზაფხულში 12 კომერციულ ბანკთან თანამშრომლობის მემორანდუმებიც გაფორმდა, მაგრამ პროგრამას ამ დრომდე ბენეფიციარი არ ჰყავს.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მინისტრმა დღეს განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთა.

„საკრედიტო საგარანტიო ფონდზე მოგახსენებთ, რომ საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი არის მხარდაჭერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სქემა, რომელსაც ბიზნესს ვთავაზობთ, მაგრამ არა - ერთადერთი. ამ პროგრამისთვის ბიუჯეტში მობილიზებული გვაქვს თანხები. პირველი, რაც მინისტრად დანიშვნის დროს გავაკეთე ისაა, რომ დავაჩქარე ამ მექანიზმისთვის საჭირო ყველა იურიდიული დოკუმენტის შექმნა. ბანკებთან ჯერ კიდევ ივნისში მოვაწერეთ ხელშეკრულებას ხელი. კეთდება „სოფტები“ და ამაზე მუშაობენ ბანკები, რათა კიდევ უფრო დაჩქარდეს ამ მექანიზმის ათვისება. მეც პირადად ვაკეთებ ამ პროექტის მეტ პოპულარიზაციას და ბანკების ასოციაციაც გვეხმარება ამაში. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ თუ წელს არა, გაისად მაინც იმუშავებს. ამისთვის მომავალი წლის ბიუჯეტშიც მობილიზებულია თანხები“, - განაცხადა მინისტრმა.