მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NATO-მ საქართველოს მხარდაჭერა უნდა უზრუნველყოს - იენს სტოლტენბერგი

626a6d7627f9f
გიორგი თოლორდავა
28.04.22 15:18
835
NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინაში რუსული სამხედრო ძალების შეჭრამ ცხადყო სამხედრო ალიანსის მიერ პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მხარდაჭერის აუცილებლობა.

„უკრაინაში რუსეთის სასტიკმა შეჭრამ დაგვანახა იმის საჭიროება, რომ NATO-მ უნდა უზრუნველყოს იმ ქვეყნების მხარდაჭერა, რომლებიც არ არიან ჩვენი სამხედრო ალიანსისა და ევროკავშირის წევრები. ასეთი ქვეყნებია საქართველო და მოლდოვა.

ეს გულისხმობს როგორც პრაქტიკულ, ასევე პოლიტიკურ მხარდაჭერასაც. საქართველო ჩვენთვის ძალიან ღირებული პარტნიორია, რომელიც ევროკავშირთანაც მჭიდროდ თანამშრომლობს. ვეძებთ გზებს, რათა ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მხარდასაჭერად მეტის გაკეთება შევძლოთ“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.