11.ივნისი .2021 22:31

„იანვარში ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება დაუშვებელია“ - აფბა

„იანვარში ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება დაუშვებელია“ - აფბა
views 293
უკან

„იანვრის თვეში ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება დაუშვებელია და უკუშედეგს მოიტანს. ბირჟის მენეჯმენტის გათვლა, რომელიც, სამწუხაროდ, უკვე მთავრიბის დადგენილებაშია ასახული და ენერგეტიკული ბირჟის სრულფასოვნად ამოქმედებას 2022 წლის 1 იანვრიდან ითვალისწინებს, არის ნაჩქარევი გადაწყვეტილება და მხოლოდ ახალ პრობლემებს მოიტანს“ - ამის თაობაზე „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.

აფბას განცხადებაში აღნიშნულია ის მიზეზები, რომელთა გამოც ორგანიზაციას დაუშვებლად მიაჩნია ბირჟის იანვარში ამოქმედება.

ეს მიზეზებია:

ა) ზამთრის პერიოდში არსებული ენერგოდეფიციტი, რის გამოც ბირჟაზე პრაქატიკულად მხოლოდ იმპორტიორები იქნებიან წარმოდგენილნი და შესაძლოა საფრთხე შეექმნას ფასების სტაბილურობას.

ბ) ზამთრის პერიოდში ასევე კრიტიკულ ზღვრამდეა შემცირებული ენგურჰესის რესურსი. ამდენად, ქართული გენერაციის ეს მთავარი ფიგურანტიც ვერ მიიღებს ხელშესახებ მონაწილეობას საბირჟო ყოველდღიურობაში (ენგურის რემონტზე ყოფნა ბირჟის 2021 წლის 1 ივლისს ვერამოქმედების და შესაბამისად რეფორმის გადადების ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა).

გ) დარჩენილ 6 თვიან მონაკვეთში პრაქტიკულად შეუძლებელია მცირე და საშუალო ჰესების პრობრლემების მოგვარება. მათი უმრავლესობა თამაშგარეთ დარჩება, რადგან ვერ მოახერხებენ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას (შესაბამისი მზომებით აღჭურვა და სხვ.) საიმისოდ, რომ დეტალურად შეძლონ მიწოდების საკუთარი შესაძლებლობის განსაზღვრა. შესაბამისად, სანქციებისგან თავის არიდების მიზნით, მათ მოუწევთ მიწოდების რეალური შესაძლებლობის ხელოვნურად შემცირება, რაც ამ კომპანიებს გაიყვანს დიდ დანაკარგებზე და ზარალზე.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, აფბა მიიჩნევს, რომ დათქმულ დროს - 2022 წლის იანვარში ენერგეტიკული ბირჟაზე საათობრივი ვაჭრობის დაწყება, ანუ ბირჟის სრულფასოვნად ამოქმედება, დაუშვებელია. ორგანიზაციას ბირჟის ამოქმედების ოპტიმალურ პერიოდად მომდევნო წლის გვიანი გაზაფხულის პერიოდი მიაჩნია, როცა ადგილობრივი გენერაციის ობიექტები მაქსიმალურ ენერგიას გამოიმუშავებენ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა