მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რისკების გათვალისწინებით ენერგეტიკული ბირჟის გადავადება სწორი იყო - ლომინაძე

64a2be434eba8
მარიამ ვარადაშვილი
03.07.23 21:00
497
"თრეიდინგ სოლუშენის" მმართველი პარტნიორი მერაბ ლომინაძე მიიჩნევს, რომ მთავრობამ სწორად შეაფასა არსებული რისკები და ენერგეტიკული ბირჯის ამოქმედება ერთი წლით ამიტომ გადადო.
მისივე თქმით, ენერგეტიკის სექტორისთვის ენერგეტიკული ბირჟის ამუშავება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ამისთვის სწორი დრო უნდა შეირჩეს.

ლომინაძის შეფასებითვე, ერთი წლით გადავადება ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს ადეკვატურად დაგეგმონ საქმიანობა, მათ შორის ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.

“დღეის მდგომარეობით არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ჩვენს ქვეყანაშიც საკმარისზე მეტად არის ის გამოწვევები, რომლებიც რისკებს ქმნიან არა მხოლოდ ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, არამედ ეკონომიკის მდგრადობის ნაწილშიც. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ საქართველოში მომხმარებლის რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირებულია წინა წლებთან შედარებით. ეს უკავშირდება მეტალურგიის დარგის ფაქტობრივ გაჩერებას, რასაც მსოფლიო ბაზრებზე არსებული ვითარება განაპირობებს. შესაბამისად, გენერაციის ობიექტებისთვის მომხმარებლის და მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობის შემცირება ერთგვარ ტურბულენციას გამოიწვევდა იმ შემთხვევაში თუ ამ ეტაპზე ბაზრის ლიბერალიზაციას მოხდებოდა. ბაზრის ლიბერალიზაციის შემთხვევაში ქვეყანას გარკვეული ინტერვენციები და ხელოვნურად ამ პროცესის მართვა მოუწევდა, ამ შემთხვევაში კი ეს რეფორმა აზრს დაკარგავდა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, მიღებული გადაწყვეტილება აბსოლუტურად მართებული იყო და იმ რისკების სწორი ანალიზია, რაც შეიძლება დამდგარიყო",-აცხადებს ლომინაძე. 

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში ენერგეტიკულ ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობა უკვე მეექვსედ, ამჯერად ერთი წლით გადავადდა. ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბირჟის გადავადების მიზეზად კვლავ გეოპოლიტიკური ვითარება დაასახელა, რის გამოც მთავრობას ფასებთან დაკავშირებით პროგნოზი უჭირს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები