მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთობის ფასები შემცირდა | ენერგეტიკული ბირჟის მიმოხილვა

6411943a1c1f5
გიორგი თოლორდავა
15.03.23 15:44
639
საერთაშორისო ენერგეტიკული ბირჟაზე დაღმასვლის ტენდენცია ისევ გრძელდება. ბარელი Brent-ის ფასი 77 დოლარის ფარგლებში მერყეობს, მისი ღირებულება ერთ კვირაში 5.5%-ითაა შემცირებული.

WTI Crude ბირჟაზე ამჟამად 71 დოლარად ივაჭრება, რაც ერთ კვირაში დაფიქსირებული ვარდნის 6%-იანი მაჩვენებელია.

რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბარელი Urals-ის ფასი 55 დოლარამდეა შემცირებული, რაც ერთ დღეში დაფიქსირებული 4%-იანი ვარდნის მაჩვენებელია, ერთ კვირაში კი რუსული ნავთობი 8.4%-ითაა გაიაფებული.

დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება ბუნებრივ აირთან მიმართებითაც. ევროპის მასშტაბით გაზის ფასი ერთ დღეში 2%-ითაა შემცირებული და ამჟამად მეგავატი-საათი Dutch TTF-ის ღირებულება 43 ევროს შეადგენს.