მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NCDC "ფაიზერის" მეორე დოზით რეგისტრაციისას არსებულ ხარვეზებს განმარტავს

607ea702ec03e
ინგა მურუსიძე
20.04.21 14:32
650
"ფაიზერის" კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია წარმატებით გაიარა 8000-ზე მეტმა ადამიანმა, რომელთაც ამ ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიღებული აქვს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრაციის დროს გარკვეული ტექნიკური შეზღუდვები დაკავშირებულია 30.04-3.05-ის პერიოდში ვაქცინაციის შეჩერებასთან, სააღდგომო არდადეგების გამო.

"ყველა იმ პირისთვის, ვინც მიიღო "პფაიზერის" ვაქცინის პირველი დოზა, დარეზერვებულია ვაქცინის მეორე დოზა.
ყველფერი კეთდება რეგისტრაციის ტექნიკური სირთულის დასაძლევად! ვაქცინის მეორე დოზა ყველა თქვენგანისთვის დრულად და რეკომენდებული ვადების დაცვით იქნება ხელმისაწვდომი", - ნათქვამია NCDC-ს ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, "ფაიზერის" ვაქცინის პირველი დოზით ქვეყანაში სულ აცრილია 14 ათასზე მეტი მოქალაქე.